ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ქართველ ხალხს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ულოცავს. რუბიო მილოცვაში წერს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას "რომელიც მიისწრაფვის მდგრდადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ".
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.
ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც მიისწრაფვის მდგრდადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ" - წერს რუბიო მილოცვაში.




