დიუშენის კუნთოვანი დისტროფია

100 საათში შეგროვებული 1 670 938 ლარი - დაიცავი ილიაუნის მარათონი დასრულდა

MO SE 

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებელად დაწყებული დაიცავი ილიაუნის LIVE მარათონი დასრულებულია, ამის შესახებ ილიაუნის სტუდენტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. 

მათი განცხადებით, აქამდე შეგროვებული თანხა სრულად გადაერიცხებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახებს, მაგრამ დაიცავი ილიაუნის ფონდი არ შეწყვეტს თანხის შეგროვებას და "შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი."

"დაიცავი ილიაუნის 100 საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა. ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 670 938, 48 ლარი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც დაიცავი ილიაუნის გუნდისთვის მარათონის დაწყებამდე იყო წარმოუდგენელი და ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ - შევცდით!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგის დაფიქსირებაში წვლილი შეიტანა. მადლობა საქართველოს მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს და თითოეული თქვენგანს, ვინც თანხის შეგროვებასა და ინფორმაციის გავრცელებაში მიიღეთ მონაწილეობა!!!

ხალხი გაერთიანდა ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო - ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას. აგროვებული თანხის ოდენობა უმნიშვნელოვანესია და ამ რესურსით გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და ამ ყველაფერმა გამოკვეთა საზოგადოების პოზიცია. დიუშენის დისტროფიის მქონე ახალგაზრდების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ბავშვების ოჯახებისა და საზოგადოების მცირე ნაწილის, არამედ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა." - წერია სტუდენტების განცხადებაში.

ცნობისთვის, დაიცავი ილიაუნიმ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 ლარის კამპანია 21 მაისს დაიწყო და მათი მიზანი 100 000 ლარის შეგროვება იყო. მალევე, ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიებიც ჩაერთნენ.

კომენტარები