რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევი სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ ამ პოლიტიკის შედეგად ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრობის საშუალებით ბუნებრივ აირზე მიღებულ იაფფასიან წვდომას დაკარგავს.
"ვინც ორ სკამზე ერთდროულად დაჯდომას ცდილობს, მტკივნეულად დაცემის რისკის წინაშე დგას... როგორც ჩანს, სწორედ ამის გაკეთებას აპირებს უახლოეს მომავალში ვინმე კაცუნა, მეტსახელად ნიკოლი. ის ჯიუტად მიათრევს თავის სუპერსახელმწიფოს ევროკავშირში და ამავე დროს ცდილობს შეინარჩუნოს ЕАЭС-ში მონაწილეობის ყველა სარგებელი" - დაწერა მედვედევმა.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სომხეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების შემთხვევაშიც კი რუსულ გაზზე მოქმედი ფასები შენარჩუნდება: "რუსეთი ვალდებულია თავის მიმავალ ‘პარტნიორს’ შეუნარჩუნოს გაზის ამჟამინდელი ფასი - 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარი" - დაწერა მან და აღნიშნა, რომ 2026 წლის მაისში ევროპაში გაზის საბირჟო ფასები 1000 კუბურ მეტრზე 570-590 დოლარის ფარგლებში იყო.
"ყველასთვის ნათელია, რომ ევროპულ გაზის ფასებზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობა ამ
ბიძიას სველი ჩვრებით პირდაპირ მისი მოსიყვარულე მეგობრის, მაკრონის, პარიზში გააგდებს. ამიტომაც უწევს ასე თავხედურად ტრიალი და ერთდროულად ყველასთვის თავის მოწონების მცდელობა. მაგრამ ასე არ ხდება" - განაცხადა მედვედევმა.




