რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ადასტურებს, რომ საზღვრიდან 1700 კილომეტრით დაშორებულ ქიმიურ ქარხანას დაარტყეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პერმის მხარეში სამხედრო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა.  

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქარხანა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1700 კილომეტრით არის დაშორებული.

"მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, რომელმაც დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-სამრეწველო საწარმოს. ჩვენი საზღვრიდან პერმის მხარემდე მანძილი 1 700 კილომეტრია. "მეტაფრაქს ქიმიკატები" რუსეთის ქიმიური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანიის პროდუქცია ამარაგებს რუსეთის ათეულობით სხვა სამხედრო საწარმოს, მათ შორის - ავიაციისა და დრონების, სარაკეტო ძრავებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებას. საწარმოში წარმოების პროცესი ახლა შეჩერებულია. ეს ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი შორმანძილიანი სანქციაა. მადლობა!" - დაწერა ზელენსკიმ X-ზე. 

აქამდე გავრცელდა ცნობა, რომ 23 მაისს უკრაინულმა დრონმა პერმის მხარეში რუსულ საწარმოეზე იერიში მიიტანა.

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც საწარმოდან ამომავალი კვამლი ჩანს.

კომენტარები