რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა და მოსახლეობაზე განხორციელებულ თავდასხმებზე ჩვენი პასუხები სრულიად გამართლებულია. ამჯერად უკრაინულმა შორი მოქმედების სანქციებმა მოსკოვის რეგიონამდეც მიაღწია და ჩვენ რუსებს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ მათმა სახელმწიფომ თავისი ომი უნდა დაასრულოს.
უკრაინელი დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას. მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენლის მათი სიზუსტისთვის.
[მოსკოვამდე] უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მანძილი 500 კილომეტრზე მეტია. მოსკოვის რეგიონში რუსული საჰაერო თავდაცვის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია, მაგრამ ჩვენ მათ მაინც ვძლევთ. დიდება უკრაინას!.




