ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმბოს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
მომხდარის შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.




