შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" ამოიღეს". - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფსიქოტროპული ნივთიერება
ამოღებულია 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" - თურქეთის მოქალაქე დააკავეს





