აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასაწყებად 5 მაქსიმალისტური წინაპირობა გადასცა

ირანის რეჟიმის მხარდამჭერი ანტიამერიკულ დემონსტრაციაზე, 2026 წლის 11 მაისი.
EPA

ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების განახლებისთვის ხუთი წინაპირობა წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სამთავრობო მედია Fars-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ირანის წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასაწყებად საჭიროა ეს წინაპირობები შესრულდეს.

მაქსიმალისტური პუნქტები შემდეგია:

  • ომის ყველა ფრონტზე შეჩერება, მათ შორის ლიბანში;
  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების მოხსნა;
  • გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება;
  • ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
  • ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის აღიარება.

ირანის სამთავრობო მედიის წყაროს თქმით, ამ წინაპირობების შესრულება საჭიროა, რათა მოლაპარაკებების წინ ნდობის მინიმალური დონე გაიზარდოს.

ეს წინადადებები ირანმა აშშ-ს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც თავად ვაშინგტონიდან 14-პუნქტიანი წინადადება მიიღეს. ამ წინაპირობებში შედიოდა თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10 მაისს თქვა, რომ ირანის პასუხი მიიღო, რაც არ მოეწონა და "მიუღებელი" უწოდა. ტრამპს არ უთქვამს, თუ რას მოიცავდა ირანის შეთავაზება.

კომენტარები