ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შანტაჟს მისივე მისწრაფებებით. თავის დროს საქართველო ევროკავშირისკენ გადაიხარა, გამოაცხადა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კურსი. ახლანდელ ხელისუფლებას ამ განცხადებებზე უარი არ უთქვამს, თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. საქართველომ ჯერ კიდევ 2022 წელს უარი თქვა ანტირუსულად განწყობილი ევროპისთვის ცეცხლიდან წაბლის ამოღება დაეწყო. საუბარია საქართველოს წაქეზებაზე, რუსეთის სამხრეთით ფაქტობრივად მეორე ფრონტი რომ გაეხსნათ. ცხადია, რომ საქართველოს რუსეთთან კონფლიქტისთვის აქეზებდნენ, ახლა ეს მცდელობები განახლდა. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავს ახვევენ რუსეთთან ურთიერთობის გართულებას ევროკავშირთან ურთიერთობის წინაპირობად. იგივე ხდება, მაგალითად, სერბეთთან მიმართებითაც...
საქართველოსთან საუკეთესო ურთიერთობები არ გვაქვს. კვლავ არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობა. ეს დაკავშირებულია არა ევროკავშირთან, არამედ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის კონფლიქტებთან. რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. საქართველოს პოლიტიკური კლასი არაა მზად უკან წაიღოს წარსულის პრეტენზიები რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. ამასთან ერთად, საქართველოში მიხვდნენ, რომ რუსეთთან თამაში უკრაინის ომის ფონზე არ სურთ. ამიტომაც არ მგონია, რომ საქართველო ევროკავშირის მოთხოვნებს დათანხმდება და მათ დიქტატს დაემორჩილება. საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის რუსეთთან ბრძოლის მსხვერპლი. ამისთვის მზადაა მხოლოდ საქართველოს ოპოზიცია, მაგრამ ის უმრავლესობის ნდობით ვერ სარგებლობს.




