აშშ-ჩინეთის ურთიერთობა

აშშ-მ ჩინურ სატელიტურ კომპანიებს ომში ირანის დახმარების გამო სანქციები დაუწესა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ჩინეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ ჩინურ სავაჭრო სატელიტურ კომპანიას ირანისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით სანქციები დაუწესა

ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ტრამპი პეკინში სი ძინფინგთან შეხვედრის მიზნით ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს 13-15 მაისს გამართავს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე ოთხი სუბიექტი, მათ შორის, სამი ჩინური კომპანიაა, რომლებიც ირანს სატელიტურ სურათებს აწვდიდნენ, რამაც ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების წინააღმდეგ დარტყმების მიტანას შეუწყო ხელი. 

სანქცირებულ კომპანიებს შორისაა სატელიტური კომპანია Earth Eye, რომელსაც აშშ-მ თეირანისთვის ორბიტიდან გადაღებული სურათების მიწოდებაში დასდო ბრალი. 

აშშ-მ სანქციები დაუწესა გეოსივრცით სადაზვერვო ფირმა MizarVision-სა და კომერციული სატელიტური სურათების კომპანია Chang Guang Satellite Technology-ს.

აპრილში გამოცემა Financial Times წერდა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) კომპანია Earth Eye-ს მიერ დამზადებულ და ორბიტაზე გაშვებულ სატელიტზე წვდომა მოიპოვა, რაც ირანს კონფლიქტის განმავლობაში ამერიკული ობიექტების მიზანში ამოღებაში დაეხმარა. 

კომენტარები