ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მდინარაძე ძალადობაზე: მტკიცებულებები არაა, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს

სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის, საიმისოდ, და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულებების არ ქონის შემთხვევაშიც კი გამოძიება მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ ვინმეზე ე.წ. დამკვეთებზე გავიდეს.

ესაა, პიარკამპანიის ნაწილი, მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ არ ესიამოვნათ სახელმწიფოს სწორი მიდგომა. დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ ყველას დაგვეჯერება, რომ არ შევიკავებდით თავს, ჩვენ ამის პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, გვაქვს ბოლო პერიოდში, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო.

ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაულია სახეზე. თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას ჩავეჭიდებით და გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, ბუნებრივია, პიარკამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ ვერ გააკეთებს.

როგორც ჩანს და მტკიცებულებები ამაზე მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები, ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, მაგალითად, არ იქნებოდა მხოლოდ 1 დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით რეალობას და მტკიცებულებებს, არა პიარკამპანიებს.

განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები