უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ში, მაიამიში მიემგზავრება, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართოს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თავდაპირველად ცნობა Reuters-მა გაავრცელა, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა დაადასტურა. მისი თქმით, ახლო მომავალში ამ საკითხთან დაკავშრებით მეტ ინფორმაციას გაავრცელებენ.
აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, შეწყდა.





