კიევზე მასშტაბური იერიშის შესაძლებლობის გამო, რუსეთი ქვეყნების დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევიდან გასვლისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დიპლომატებს მოუწოდა, ყურადღებით მოეკიდონ თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 მაისს გავრცელებულ გაფრთხილებას კიევზე შესაძლო მასშტაბური იერიშების შესახებ, თუ უკრაინა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე რაიმე სახის თავდასხმას განახორციელებს.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებებს... მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის დროული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიევზე საპასუხო დარტყმის გარდაუვალობის გამო" - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან გამაფრთხილებელი განცხადება არ იყო აგრესიული და კიევზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა უკრაინის მიერ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე უკრაინის მიერ თავდასხმაზე იყო დამოკიდებული.





