Oceanwide Expeditions-ის მიერ მართულ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსის სწრაფად განვითარებადი აფეთქებაა. უახლესი ინფორმაციით, 8 მგზავრია ინფიცირებული, მათგან 3 კი გარდაიცვალა. 3 მგზავრი ევაკუირდა, რათა სპეციალიზებული დახმარება მიეღოთ.
გემი კანარის კუნძულებზე მიემართება. ამჟამად კრუიზზე 23 სხვადასხვა ქვეყნიდან 146 მგზავრია.
ერთ-ერთ მგზავრს ჰანტავირუსი ბორტიდან გადმოსვლის შემდეგ დაუდასტურდა. ჯანმო ადასტურებს, რომ ის ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში მკურნალობს.
გემმა არგენტინა 1 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც სამხრეთ ატლანიკურ ოკეანეში ბევრ ეკოლოგიურად მრავალფეროვან რეგიონში გაჩერდნენ, მათ შორის ანტარქტიდის მატერიკულ ნაწილში, სამხრეთ ჯორჯიაში, ნაითინგეილის კუნძულზე, ტრისტან და კუნიაში, წმინდა ელენეს კუნძულზე და ამაღლების კუნძულზე. არ არის ცნობილი, ზუსტად სად მიიღეს მგზავრებმა ვირუსთან შეხება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ადასტურებს, რომ ისინი ვირუსის ანდების შტამით არიან ინფიცირებული. ჯანმო-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირველ ინპიცირებულს ვირუსთან კონტაქტი, სავარაუდოდ, კრუიზის დაწყებამდე ჰქონდა.
ჯანმო-ს ცნობით, ანდების შტამი არის ჰანტავირუსის ერთ-ერთი ისეთი შტამი, რომლის ადამიანებს შორის გავრცელება იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულა. ვირუსი ვრცელდება მხოლოდ ახლო კონტაქტის შედეგად. ადამიანის ჰანტავირუსული ინფექცია ძირითადად ხდება ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტით ან დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით.
ჯანმო-ს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ჰანტავირუსი, გრიპისა და COVID-19-ისგან განსხვავებით, ადამიანიდან ადამიანზე მხოლოდ ახლო კონტაქტით გადადის, მაგალითად, საწოლის ან საკვების გაზიარებით. ჯანმო ამჟამად ამ მოვლენის რისკს მსოფლიო მოსახლეობისთვის დაბალ დონეზე აფასებს.
ჰანტავირუსის სიმპტომები იწყება სიცხით, დაღლილობითა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებით, შემდეგ კი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს პნევმონიაში, მწვავე რესპირატორულ დისტრესსა და შოკში. ინკუბაციის პერიოდი 7 დღიდან 6 კვირამდე მერყეობს.





