აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯა მელონიმ ბაქოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადო.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები ამიერიდან კიდევ უფრო განვითარდება და ახალ დონეს მიაღწევს," განაცხადა მელონიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
4 მაისს, ალიევთან შეხვედრის შემდეგ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა ბუნებრივმა აირმა და ნავთობმა, რაც, შესაბამისად, იტალიის იმპორტის 16%-სა და 17%-ს შეადგენს, "გადამწყვეტი" როლი შეასრულა იტალიის ენერგოუსაფრთხოებაში მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
იტალიის პრემიერმა პირობა დადო, რომ "ამ პარტნიორობას გააღრმავებს".
"ეს არა მხოლოდ მოცულობას ეხება, არამედ ინდუსტრიული პარტნიორობის ხარისხსაც," თქვა მან.
"ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანმა ევროპასა და აზიას შორის გადამწყვეტი კვანძის სახით თავისი როლი გააძლიეროს, ხოლო იტალია იყოს კიდევ უფრო პრივილეგირებული პორტი ევროპულ ბაზარზე წვდომისთვის." – დაამატა მელონიმ.





