სომხეთი-გაერთიანებული სამეფო

სომხეთმა და ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა ორშაბათს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ფაშინიანის განცხადებით, შეთანხმება სომხეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებში ახალ და პერსპექტიულ ეტაპს ხსნის, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული.

"დღევანდელი ერთობლივი დეკლარაციით სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩვენ ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს სომხეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებში," - დაწერა ფაშინიანმა X-ზე.

კომენტარები