უკრაინულ გამოცემა Суспільне-ს ინფორმირებული წყაროები უყვებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის გარდა ზელენსკი საუდის არაბეთში ჩასვლასაც გეგმავს.
დამატებითი ინფორმაცია ვიზიტების განრიგისა ან სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.





