ირანის სასამართლო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ირანის ხელისუფლებამ რვა დემონსტრანტი ქალის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გააუქმა, და აცხადებს, რომ მათ სიკვდილით დასჯა არც არასდროს ემუქრებოდათ.
"ტრამპის უშედეგო მდგომარეობამ აიძულა ის, ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიღწევები გამოიგონოს" - ნათქვამია განცხადებაში.





