რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები დაიწყება მაისში და, დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება

ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს რუსთაველის გამზირი. ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც საავტომობილო გზას და გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს უდიდეს პრობლემას უქმნის. მიწის ქვემოთ ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებულია. პირველი, რაც გაკეთდება, სწორედ ეს ინფრასტრუქტურა განახლდება, ასევე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია – განახლება.

რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი იქნება. სამუშაოები დაიწყება მაისში და, დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება.

თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები