რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

კალაძე: ახალი წლების მერე დავიწყებთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას

გვქონდა სურვილი რუსთაველის გამზირზე დაგვეწყო სამუშაოები და გადავიტანეთ, ახალი წლების მერე განვახორციელებთ პროექტს. როდესაც საახალწლო ღონისძიებები იქნება დამთავრებული, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, მითუმეტეს ისეთ ქალაქში და დედაქალაქში, როგორიც თბილისია. ამიტომ პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება, რა თქმა უნდა, ახალი დიზაინით, სიახლეებით, ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული.

ჩვენ როდესაც გვინდოდა სამუშაოების დაწყება მიწის ქვემოთ არსებულ კომუნიკაციებში სერიოზული პრობლემა არის და გარკვეული დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავიწყოთ და დავამთავროთ სამუშაოები.

თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ იმედი LIVE-ის ეთერში.

 

კომენტარები