მიტროპოლიტი ისაიას თქმით, ახალი პატრიარქის არჩევამდე დიდი დროა დარჩენილი, კანდიდატები ჯერ არავის დაუსახელებია, შესაბამისად, ვერც ვერავინ მოხსნიდა კანდიდატურას. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსს უთხრა.
"ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ… დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება." - თქვა მეუფე ისაიამ.
ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), თავის გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა.
"ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები" - თქვა “უცნობმა”
ამ თემაზე მიტროპოლიტ ისაიას ნეტგაზეთმა დაუსვა კითხვა, რაზეც უპასუხა, რომ "თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?"
ცნობისთვის, დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგების დროს თქვა, რომ ის უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს უჭერს მხარს და "არც ერთ შემთხვევაში არ უშვებს სხვა ვარიანტს."





