კობახიძის განათლების რეფორმა

9 მარტს, 17 საათზე, ვიკრიბებით ილიაუნის A კორპუსთან - ლექტორები და სტუდენტები

"ვიცავ განათლებას!" - სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები 9 მარტს, 17 საათზე, აქციას მართავენ. 

ისინი შეიკრიბებინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან, შემდეგ მარშით გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობას დაასრულებენ განათლების სამინისტროსთან.

"ჩვენ, სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, შევიკრიბეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს. ამდენად, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ განათლება და შევუერთდეთ 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას. (მსვლელობა დაიწყება 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან, გაგრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და დასრულდება განათლების სამინისტროსთან) ვიცავთ განათლებას!" - განაცხადეს ბრიფინგზე.

კომენტარები