ივანიშვილის ასტროლინგვისტისა და ასტროარქეოლოგის ალიკო ცინცაძის განცხადებას იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"მიუხედავად, რომ პრემიერი და განათლების მინისტრი კონსტიტუციიდან და განათლების კანონიდან არ გასულან, ამ კონფლიქტის უკან ცხადლივ იკითხება იდეოლოგიური დაპირისპირება ულტრალიბერალიზმზთან.
ისინი 60-იანი წლების ხრუშჩოვის გზის გამაგრძელებელნი, ქვეყნის ისტორიის გამყალბებელთა სულიერი შთამომავლები არიან. რა სამწუხაროა, თითქოს ულტრათანამედროვე, "ნაციონალური" და მაინც კომუნისტურთან ნაერთი.
ხელისუფლების მხრიდან, სრულიად ჯანსაღ და სწორ პოზიციას ვხედავ, მე ვიტყოდი, ოდნავ დაგვიანებულსაც კი.. შეიძლება ასეც ჯობდა, როცა ცხადლივ გამოჩნდა ვინ ვინაა. საბოლოოდ მივიღეთ, რუის ურბნისის მსგავსი კრება განათლებაში, და ძალიანაც კარგი. ჩვენ ვიბრუნებთ განათლებას, მალე ქვეყანასაც სრულად დავიბრუნებთ. ეს შეუქცევადი პროცესია, ამას უნდა ელოდნენ!" - წერია განცხადებაში.
ალიკო ცინცაძე ივანიშვილის უნივერსიტეტში ფსევდომეცნიერულ საგანს ასწავლის.
მაშინ როცა კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში 92%-ით ნაკლებ სტუდენტს მიიღებს ილიაუნი, 20 აბიტურიენტს შეეძლება ისწავლოს ასტრომეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ალეკო (ალიკო) ცინცაძის თეორიული სისტემა წარმოადგენს მცდელობას, ქართული ენა, დამწერლობა და არქიტექტურა გაერთიანდეს ერთიან კოსმიურ პარადიგმაში. მისი ნაშრომები ეფუძნება მოსაზრებას, რომ უძველესი ქართული კულტურა ფლობდა ფუნდამენტურ ცოდნას სამყაროს მოწყობის შესახებ, რომელიც დაშიფრულია ანბანურ სიმბოლოებსა და ლიტერატურულ ძეგლებში.
თუმცა, აკადემიაში ეს მიდგომები ფასდება როგორც ფსევდომეცნიერება და ეზოთერულ-ოკულტისტური სპეკულაცია.





