მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პერმიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ცნობილი გახდა, რომ დებატების ფორმატი პროპაგანდისტულ TV იმედსა და რუსთავი 2-ზე თებერვლიდან დაიწყება.
იმედის ინფორმაციით, დებატები ეთერში კვირაში ერთხელ გავა.
"არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, რუსთავი 2-ის ცნობით, "დებატები" ტელეარხზე ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, 22 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირაკლი კობახიძემ წერდა, რომ "იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს", უნდა მისცენ საშუალება, "საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს".





