ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოშია.
საელჩოს ცნობითვე, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან.
"მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას" - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში.





