მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: პუტინმა მისი სტრატეგიული მიზნებიდან ვერცერთს ვერ მიაღწია.
პირველ რიგში, მას უკრაინის დაპყრობა და გარუსება სურდა, ის დამარცხდა, უკრაინას ვერ დაიპყრობს და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი. მეორე, მას NATO-ს გაფართოების აღკვეთა უნდოდა - მან ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მიიღო NATO-ში და გაუორმაგდა NATO-სთან საზღვარი, რადგან ფინეთი გაწევრიანდა. მესამე, მას ძალის დემონსტრირება სურდა მსოფლიოსა და რეგიონში. შეხედეთ, რა ხდება ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, ირანში, სირიასა და ვენესუელაში. ეს კრემლის გადმოსახედიდან წარმატების ისტორია ნამდვილად არ არის.
ჩემი საბოლოო აზრი ის არის, რომ სამხედრო გადმოსახედიდან, როგორც ჩანს, არსებობს ნარატივი, რომ რუსეთი იმარჯვებს. ამას ფუნდამენტურად არ ვეთანხმები. ბოლო 1 000 დღეში რუსეთმა, მაქსიმუმ, უკრაინის ტერიტორიის 1%-ით წაიწია წინ. დღეს ამის საფასური დღეში 1 000 დაღუპული ჯარისკაცია, ეს თვეში დაახლოებით 30 000 სამხედროა, ეს მხოლოდ დაღუპულები და არა - დაჭრილები, და რუსულ მხარეს. ავღანეთში 10 წელიწადში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა.
ამასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკა გასაჭირშია: არის ნულოვანი ზრდა, აღარ არსებობს რეზერვები, თუ ინფლაცია წლევანდელი ტემპით გაგრძელდება, 30%-იანი ინფლაცია იქნება წელს, ამას დაამატეთ 16%-იანი საპროცენტო განაკვეთი.
[...] დილემა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არის ის, თუ როგორ უნდა ვაიძულოთ რუსეთს ამ ომის დამთავრება. მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეგვიძლია: ერთი, უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და რუსეთზე ეკონომიკური წნეხი გავზარდოთ და ვნახავთ, რომ საბოლოოდ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს.





