რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა – მხარეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Mandel Ngan/ AFP via Getty Images

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა

მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მხარეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

ტრამპმა ჟურნალისტებთან მოკლე საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრამ "კარგად" ჩაიარა.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს" - თქვა ტრამპმა.

შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმაც "კარგი" უწოდა.

კომენტარები