გერმანია-ევროკავშირი

მერცი EU-ზე: ჩვენ ზედმეტი რეგულირების მსოფლიო ჩემპიონებად ვიქეცით, ამას ბოლო უნდა მოეღოს

ბოლო წლებში როგორც გერმანიამ, ისე ევროპამ განვითარების უზარმაზარი პოტენციალი გაფლანგა რეფორმების გაჭიანურებით და ამით ზედმეტად და უადგილოდ შეზღუდა მეწარმეობის თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამას ახლა შევცვლით.

უსაფრთხოება და პროგნოზირებადობა ზედმეტ რეგულირებასა და მცდარ პერფექციონიზმზე მაღლა დგას. ევროპაში ბიუროკრატია მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ.

ერთიანი ბაზარი ოდესღაც იმისთვის შეიქმნა, რომ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკური სივრცედ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ზედმეტი რეგულირების მსოფლიო ჩემპიონებად ვიქეცით. ამას ბოლო უნდა მოეღოს.

თქვა გერმანიის კანცლერმა, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.

კომენტარები