შსს

თბილისში, 51-ე სკოლასთან მამაკაცი დააკავეს

რობინ ფაბრო/OC Media

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 51-ე საჯარო სკოლასთან 1 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

OC Media-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე Facebook-ზე წერს, რომ როგორც მათ ჟურნალისტს ადგილზე თვითმხილველებმა უთხრეს, დაკავებამდე მამაკაცი მანქანით რკინის ბარიერს 2-ჯერ შეეჯახა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა, 2 დანა ეჭირა და პოლიციელებს ეუბნებოდა, არ მიახლოვებოდნენ, თორემ თავს მოიკლავდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული კაცის წინააღმდეგ პოლიციამ სპეციალური საშუალება - ქაფი გამოიყენა და ის ამის შემდეგ დააკავა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალდებულს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები