ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

კალაძე: ძალიან სამწუხარო, ცუდი და გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია, როდესაც შენ ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ. არის კონკრეტული ბრალდებები - ეს ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი რამ ხდება, სხვა დანარჩენი, დაველოდოთ გამოძიებას. [...]

ბატონ ბიძინას შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, როცა ნახავთ. არ არის თქვენი საქმე, მე ვისთან და როდის მაქვს კომუნიკაცია. როდესაც გექნებათ შესაძლებლობა შეხვედრის ბატონ ბიძინასთან, შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები. არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ გესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი. არ არის თქვენი საქმე, როდის ვესაუბრები ადამიანებს, რაზე ვესაუბრები და ვის.

თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვებზე ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავრიშრებით, ასევე იმაზე თუ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი და ბოლოს როდის ჰქონდა მასთან კომუნიკაცია.

კომენტარები