პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი, მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, [ასეთ შემთხვევაში] ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი [...]
[...] ეს ვიდეო პირიქით არგუმენტად გამოდგება. მე პოლიტიკოსი ვარ, მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვინმეს ცეცხლის კალოს მოწყობა უნდოდა. ადამიანი, პოლიტიკოსი ხალხთან ერთად უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ რამე დაგეგმა. ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ სადმე რამე დავგეგმე. ამ ვიდეოში ამოჭრილია, ვამბობ, რომ ორგანიზატორი არ ვარ, ბოლომდე ვაჩვენოთ. ბუნებაში არ არსებობს პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომ რამე ფორმით ჩართული ვიყავი ვინმესთან ან მარტო, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)