აშშ-ს ევროპული სარდლობის განცხადებით, აშშ-მ ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera დააკავა.
ტანკერი, რომელიც წარსულში Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს.
მედიის ცნობით, აშშ-ს სანაპირო დაცვამ "ნავთობტანკერზე ასვლა წინააღმდეგობის გარეშე შეძლო".
აშშ ტანკერ Marinera-ს რამდენიმე კვირის განმავლობაში მისდევდა. მანამდე, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერის ესკორტირებისთვის რუსეთმა წყალქვეშა ნავები და სხვა საზღვაო საშუალებები გაგზავნა.
ორ კვირაზე მეტია, რაც ტანკერი Marinera, რომელიც სავარაუდოდ ცარიელია, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ბლოკადას თავს არიდებდა. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს.
ამავდროულად, აშშ-ს სამხრეთის სარდლობამ გაავრცელა ე.წ. ჩრდილოვან ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი Sophia-ს დაკავების ჩანაწერი. სარდლობის განცხადებით, "Sophia საერთაშორისო წყლებში მოქმედებდა და კარიბის ზღვაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა".





