აშშ-ირანი

გრემი აიათოლებს: თუ საკუთარი ხალხის მკვლელობას გააგრძელებთ, ტრამპი თქვენ მოგკლავთ

აიათოლებს მინდა ვუთხრა: უნდა გაიგოთ, თუ გააგრძელებთ საკუთარი ხალხის მკვლელობას, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ, დონალდ ტრამპი თქვენ მოგკლავთ. ირანში ცვლილებები მოდის. ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში - ამ ნაცისტური რეჟიმისგან გათავისუფლება. ირანელო ხალხო, დახმარება გზაშია.

თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა FoxNews-ის ეთერში.

ცნობისთვის, ირანში ეკონომიკური მიზეზებით დაწყებული მასშტაბური პროტესტი უკვე მეთერთმეტე დღეა რაც გრძელდება. ცნობების მიხედვით, დაღუპულია, სულ მცირე, 34 დემონსტრანტი და 2 ძალოვანი.

კომენტარები