რუსული რეჟიმი

სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი – პაპუაშვილი

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი". 

"პატრიარქი მიუთითებს, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს. იმის სულსაც, ვინც ამ იარაღს იყენებს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო-იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს ან მის დაფინანსებულ NGO-ებს, არამედ, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას" - ამბობს ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი გამოეხმაურა პატრიარქის სახელით გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეს, სადაც ეწერა:

"სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს". 

კომენტარები