განზრახ მკვლელობის მცდელობა

მარნეულში დაჭრილი ორი ადამიანიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში დაიღუპა

ფოტო: ჯეიჰუნ მუჰამედალი

მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე, ოქროს მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი ადამიანიდან ერთი საავადმყოფოში დაიღუპა - ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ოქროს ბირჟაზე დაჭრეს, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები