რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა პარლამენტთან საერთო განცხადება წაიკითხეს და საზოგადოებას მიმართეს, რომ 27 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეურთდნენ.
27 დეკემბერს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტამდე მარში გაიმართება.
"ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, პირველი მარშია, როცა უნდა დავუმტკიცოთ საზოგადოებას, ამავდროულად რეჟიმსაც, რომ ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებასაც არ ვეგუებით, ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას და ჩვენ აუცილებლად, სწორედ იმ ფორმით ჩავატარებთ მარშს, როგორც ვატარებდით წინა შაბათ დღეებში. ანუ, ჩვენ ხვალ აუცილებლად დავიკავებთ ხალხის რაოდენობის შესაბამისად ქუჩის გარკვეულ ნაწილს და წამოვალთ მარშით პარლამენტის შენობისკენ. მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც ხშირად ხართ აქციებზე და ასევე მათ, ვინც არ დადიხართ, ხვალ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საკანონმდებლო ცვლილებას საკადრისი პასუხი გავცეთ, ამავდროულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ამის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა სტუდენტები.
პატიმრების ოჯახის წევრების მშობლებს მოგიწოდებთ, როგორც ადრე დაკავებულებს, ისე 4 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულებს, მობრძანდეთ თქვენი პატიმარი ოჯახის წევრების ბანერებით, როგორც გაზაფხულის აქციებზე, ისე ჩავუდგეთ წინ მარშს და აი, ასე საერთო სახალხო მარშს წინ წარვუძღვეთ და ჩამოვიდეთ პარლამენტთან. გთხოვთ ყველას, მაქსიმალურად ბევრნი ვიყოთ, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა იმ საკანონმდებლო მახრჩობელა კანონს, რასაც რეჟიმი იღებს." - თქვა ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
ქართული ოცნება
იმ ფორმით ჩავატარებთ მარშს, როგორც აქამდე ვატარებდით - პატიმრების ოჯახის წევრები

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები
ფოტო ტელეკომპანია "ფორმულას" ვიდეოდან




