დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნება, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერების მოლაპარაკებების მცდელობები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითიც 2025 წელი დაგვამახსოვრდება.
ქვემოთ, ქრონოლოგიურად წარმოდგენილი ფოტოები მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში 2025 წელს.
სტატია მომზადებულია გამოცემების: The New York Time-ისა და Time-ის მიხედვით.
იანვარი
8 იანვარი, აშშ
ავტომობილები მოძრაობენ ავტობანზე, სადაც მზე ჩადის ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრებისგან წარმოქმნილი კვამლის ფონზე, მათ შორის იტონისა და პასიფიკ-პალისეიდის ხანძრების შედეგად, 8 იანვარი.

8 იანვარი, აშშ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ამერიკული დროშით დაფარული კუბო კაპიტოლიუმის როტონდაშია დასვენებული.

9 იანვარი, ვენესუელა
ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი, მარია კორინა მაჩადო ესალმება მხარდამჭერებს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კარაკასში.

10 იანვარი, აშშ
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენ უმცროსი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო თვეს თეთრ სახლში ბრიფინგს ესწრება.

20 იანვარი, აშშ
პირველი ლედი მელანია ტრამპი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უშა ვენსი იმ მომენტში, როდესაც 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ტოვებენ კაპიტოლიუმს ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ.

20 იანვარი, აშშ
დონალდ ტრამპი ინაუგურაციის სიტყვას წარმოთქვამს მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმის როტონდაში როგორც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა ფიცის სიტყვები წარმოთქვა. 78 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი, რომელმაც პრეზიდენტის ფიცი დადო.

20 იანვარი, აშშ
პრეზიდენტი ტრამპი მეორე ვადის დაწყებისთანავე შეუდგა მუშაობას. რამდენიმე საათში მან ხელი მოაწერა ათეულობით აღმასრულებელ ბრძანებას და გამოსცა 1 600 შეწყალების აქტი თითქმის.

The New York Times
20 იანვარი, ვაშინგტონი
პირველი ლედი მელანია ტრამპი უყურებს ინაუგურაციის ცერემონიას.

31 იანვარი, ვაშინგტონი
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები პატივს მიაგებენენ ჯარისკაცის ნეშტს, რომელიც რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან სამხედრო ვერტმფრენისა და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახებისას დაიღუპა. ორივე საფრენი საშუალება პოტომაკის მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც ჯამში 67 ადამიანი დაიღუპა.

თებერვალი
1-ელი თებერვალი, კონგო
ბიჭი წყლის რეზერვუარით ტივტივებს და თან მას ავსებს სასმელი წყლის დეფიციტის გამო. ამ დროს M23-ის მეამბოხეები კვლავ აკონტროლებდნენ ქალაქ გომას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

4 თებერვალი, გომა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მოხალისეები მარხავენ თითქმის 3 000-მდე გარდაცვლილთაგან ზოგიერთი ადამიანის ცხედარს, რომლებიც M23-ის მეამბოხეებსა და კონგოს შეიარაღებულ ძალებს შორის ერთკვირიანი შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ.
"როცა ქალაქი დაეცა, ორი-სამი დღე სახლში ვიყავით ჩარჩენილები. შემდეგ წითელმა ჯვარმა ცხედრების შეგროვება დაიწყო. მათ საერთო საავადმყოფოში ასვენებდნენ, თუმცა ძალიან ბევრი ცხედარი იყო. იდენტიფიცირება რთული იყო, ზოგი ხუთი-ექვსი დღის დაღუპული იყო." - NYT-ის ჟურნალისტი.

5 თებერვალი, სირია
სირიელი დედა უვლის თავის 15 წლის შვილს, რომელმაც ცხვრის მწყემსვისას ნაღმზე დააბიჯა. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ასობით ადამიანი დაიღუპა დარჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამო.
"ბევრი ადამიანი პირველად ბრუნდებოდა საკუთარ სახლში. ეს პატარა ბიჭიც დაბრუნდა და ნაღმზე დააბიჯა. ბევრი ადამიანი ომის საფრთხეებს მხოლოდ ბრძოლების მიმდინარეობისას ხედავს, მაგრამ ომს დასრულების შემდეგაც უამრავი მსხვერპლი ჰყავს. ეს ჩუმი ისტორიებია, რომლებიც აჩვენებს, რამდენად ყველგან აღწევს ომის საცეცები." - NYT-ის ჟურნალისტი.

8 თებერვალი, ისრაელი
ისრაელელი მძევლის, ელი შარაბის ოჯახი - რომლის მეუღლე და ორი ქალიშვილი 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლენ - პირდაპირ ეთერში უყურებს მის გათავისუფლებას ჰამასის ტყვეობიდან.

9 თებერვალი, უკრაინა
მოხალისე აგროვებს უკრაინის ომში დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნეშტებს. ცხედრების გამოყვანა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა, რადგან ფრონტის ხაზზე ბრძოლები ხანდახან კვირების, ხანდახან კი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

15 თებერვალი, პანამა
ირანელი მიგრანტი სასტუმროს ფანჯარაზე პომადით წერს: “Help us” [დაგვეხმარეთ]. ტრამპის ადმინისტრაციამ მიგრანტების პანამაში გადაყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანა დათანხმდა იმ ხალხის მიღებას, რომელთა სამშობლოში დაბრუნება რთული იყო.
"კომუნიკაცია დიდი პრობლემა იყო. ჩვენი WhatsApp-ის ნომრები დიდ ფურცლებზე დავწერეთ და ტროტუარზე დავტოვეთ, მაგრამ სასტუმროში ვერავინ შედიოდა და გამოდიოდა. რამდენიმე ნომრის მოპოვება მოვახერხეთ და შიგნით დაკავებულ ადამიანებთან მიმოწერა დავიწყეთ. არტემისსთან საუბრის შემდეგ გავიგეთ, რომ მისი ოთახი ჩემი სასტუმროსკენ იყო. ვიპოვეთ გზა, რომ პირდაპირ ფანჯრის წინ დავმდგარიყავით და ის ფანჯარასთან გამოვიდა." - NYT-ის ჟურნალისტი.

17 თებერვალი, იაპონია
ხელოვნური ინტელექტით მართული ჰუმანოიდი რობოტი, AIREC აჩვენებს საფენების გამოცვლის ან წოლითი წყლულების თავიდან ასაცილებელ მანევრს, მკვლევართან ერთად

20 თებერვალი, სირია
ჩამონგრეული მეჩეთის მინარეთი, რომელიც დანგრეულ შენობებს არის მიყრდნობილი. 2024 წელს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო, რამაც დაასრულა 13-წლიანი სამოქალაქო ომი.

22 თებერვალი, ღაზა
ისრაელელი მძევალი, ელი კოენი, გათავისუფლების წინ ჰამასის ტერორისტებმა წინასწარ დადგმული ცერემონიისთვის სცენაზე აიყვანეს. ის ექვს მძევალს შორის იყო, რომლებიც 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

28 თებერვალი, აშშ
პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მარტი
4 მარტი, ვაშინგტონი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში კონგრესის ერთობლივი სხდომის წინაშე სიტყვით გამოსვლამდე.

4 მარტი, ღაზა
ოჯახი სადილობს რამადანის პერიოდში, მზის ჩასვლის შემდეგ.

18 მარტი, ღაზა
ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების ნათესავები ცდილობენ, ისრაელელი ჯარისკაცების თანხლებით ღაზის საზღვარს მიუახლოვდნენ. ისინი ითხოვენ მათ გათავისუფლებას და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლება საფრთხეს უქმნის მათ ახლობლებს.

21 მარტი, აშშ
თავდაპირველად ილონ მასკი პრეზიდენტი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და გავლენიანი მრჩეველი გახდა, თუმცა, მათი ურთიერთობა ივნისში გაუარესდა.
"ჩვენ სამხრეთ ნაწილში ვიკრიბებოდით პრეზიდენტის გამგზავრებისთვის მარ-ა-ლაგოში და პერიფერიული მხედველობით ილონ მასკი შევნიშნე. ის გზის მიღმა გაჩერდა, ამიტომ კამერების არეალში ვერ ხვდებოდა. ვიგრძენი, რომ ეს ჩასაფრებული განცდა [მასკის] იყო მისი როლის შეჯამება ადმინისტრაციაში." - NYT-ის ჟურნალისტი.

23 მარტი, თურქეთი
დემონსტრანტი სტამბოლში. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებდნენ. დაპატიმრებებს, რომლებსაც ისინი პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდნენ.

27 მარტი, აშშ
ალუბლის ყვავილობა ვაშინგტონში.

აპრილი
1 აპრილი, მიანმარი
ბუდისტი ბერები ნანგრევებისგან წმენდენ თაიეტაუს მონასტერს, 1 აპრილს მიანმარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან ოთხი დღის შემდეგ.

7 აპრილი, უკრაინა
9 წლის ბავშვის პანაშვიდი - ერთ-ერთი იმ ცხრა ბავშვიდან, რომელიც სათამაშო მოედანთან რუსულ სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა.

19 აპრილი, აშშ
მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი იცავს თავს კამერებისგან, მას შემდეგ, რაც მოულოდნელად შეიყვანეს ოვალურ კაბინეტში საჯარო გამოსვლისთვის პრეზიდენტ ტრამპთან ერთად.

23 აპრილი, ვატიკანი
პაპი ფრანცისკეს ცხედარი, რომელიც 12-წლიანი პაპობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, წმინდა პეტრეს მოედნის გავლით გადაასვენეს. ათასობით მგლოვიარე საათობით იდგა რიგში, რათა დამშვიდებობდა პაპ ფრანცისკეს.
"მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი. ჟურნალისტები წაიყვანეს შენობაში, რომელიც სურათის მარცხენა მხარეს ჩანს. მე ხალხში შევიპარე, დავმალე კამერა და ველოდებოდი. ფოტოები თავშეკავებულად, მოკრძალებით გადავიღე. ადამიანთა ნაწილი აქ საათების განმავლობაში ელოდა ამ მომენტს. ეს იყო ძალიან ემოციური და ლამაზი." - NYT-ის ჟურნალისტი.

24 აპრილი, უკრაინა
რუსული საჰაერო იერიშის შედეგად დაჭრილი ქალი ზის საკუთარ სახლთან, კიევში.

25 აპრილი, ვატიკანი
ხალხი პაპ ფრანცისკესთვის პატივის მისაგებად, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკაშია დასვენებული.

28 აპრილი, აშშ
დრონით გადაღებული კადრი: ტექსასში, ბლობუნეტის დაკავების ცენტრში მყოფი ვენესუელელები საკუთარი სხეულებით ქმნიან ასოებს "SOS"-ს.

მაისი
5 მაისი, ინგლისი
პრინცი უილიამი, პრინცი ჯორჯი, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი, პრინცი ლუი და პრინცესა შარლოტა აკვირდებიან საჰაერო შოუს ლონდონში, ევროპაში გამარჯვების დღის მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.

7 მაისი, ვატიკანი
მონაზვნები წმინდა პეტრეს მოედანზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ახლოს.

8 მაისი, ვატიკანი
ხალხის რეაქცია სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსულ თეთრ კვამლზე, რომელიც ახალი პაპის არჩევას ნიშნავს.

8 მაისი, ვატიკანი
რობერტ ფრენსის პრევოსტი რიგით 267-ე პაპად აირჩიეს. იგი არის აშშ-ს პირველი მოქალაქე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ლიდერი გახდა. სახელად მან ლეო XIV აიღო.

10 მაისი, აშშ
მას შემდეგ რაც იტონის ხანძარმა მათი სკოლა გაანადგურა Aveson School of Leaders-ში 40 მოსწავლე გაერთიანდა, რათა შეესრულებინათ საგაზაფხულო დადგმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". დანაკარგის მქონე ბავშვებსა და ოჯახებს რეპეტიციებმა ჩვეული მდგომარეობის განცდა შესძინა.
"დადგმა ამ ბავშვების ნაწილისთვის ნამდვილად რეალობიდან გაქცევა იყო. სკოლის დაკარგვა ტრავმულია, მაგრამ მათმა ნაწილმა სახლებიც დაკარგა. მათი სკოლა ოაზისივით იყო. ჰქონდათ ხეხილის ბაღი, რომელსაც უვლიდნენ, ჰყავდათ ქათმები, მათაც უვლიდნენ. ეს ბავშვების საოცრებათა ქვეყანა იყო." - NYT-ის ჟურნალისტი.

11 მაისი, აშშ
ათეულობით აფრიკანერი, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დისკრიმინაციის მსხვერპლები გახნდნენ, სამხრეთ აფრიკიდან ამერიკაში გაფრიდნენ თავშესაფრის მისაღებად. პრეზიდენტმა ტრამპმა მათთვის პროცედურები გაამარტივა.

The New York Times
12 მაისი, აშშ
კოიოტები სან ფრანცისკოდან ათეული წლების წინ გაქრნენ, კამპანიის შედეგად, რაც ხალხს მათი მოწამვლისა და მათთვის სროლისკენ მოუწოდებდა. ახლა ისინი სან ფრანცისკოში კვლავ შეგხვდებიან. მაცხოვრებელთა ნაწილს კოიოტები მოწონს, ნაწილს კი - არა.

13 მაისი, ავღანეთი
ავღანელი მკერავი ბურკებს კერავს ჰერათში მდებარე მაღაზიაში.

15 მაისი, უკრაინა
უკრაინის მე-14 მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი საბრძოლო პოზიციაზე აღმოსავლეთ რეგიონში. ომი რეგიონში ინტენსიური გახდა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის ფონზე.
"არტილერიის პოზიციები ახლა სრულიად მიწისქვეშა და დამალულია, რადგან ისინი რუსული დრონების სამიზნე გახდა. უკრაინაში ომის ფოტოგრაფიის მიმდინარეობა ერთი წელზე ნაკლებ დროში შეიცვალა. უკვე ძალიან რთულია რაიმე შენიშნო, რადგან რომ ეცადო და ისეთ ღია ტერიტორიაზე იბრძოლო, როგორც ამ სურათშია, უმალ სამიზნე გახდები." - NYT-ის ჟურნალისტი.

18 მაისი, ნეპალი
მთამსვლელების რიგი ევერესტზე ასასვლელად.

30 მაისი, გვატემალა
პაულინა იქსპატა ალვარადო, მომჩივანი მაიას ტომის 36 ქალის საქმეზე, რომლებიც სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ პროსამთავრობო ჯგუფების წევრების მიერ სამოქალაქო ომის პერიოდში. სამ კაცს აღნიშნული საქმის ფარგლებში 40-წლიანი სასჯელები შეეფარდა.
"ისინი იდგნენ სასამართლოს კიბეებზე, სანამ განაჩენის მოსასმენად შევიდნენ. ის იყო სახე მიზანდასახულობისა და მებრძოლობის. არასდროს შევხვედრივარ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ამდენად მამაცები, ფოკუსირებულები და მიზანდასახულები ყოფილან. ამაყი ვიყავი მათი ისტორიის მოყოლით." - NYT-ის ჟურნალისტი.

ივნისი
9 ივნისი, იაპონია
101 წლის ფერმერი, თავის ერთი წლის შვილიშვილთან, ტოკისთან ერთად. "ფერმერობამ შემინარჩუნა სიცოცხლე." - ამბობს მასაფუმი მაცუო.

12 მაისი, ინდოეთი
გამვლელი ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავის ნარჩენებთან, რომელიც ლონდონში გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტიდან უნდა გაფრენილიყო, მაგრამ აფრენისთანავე კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა.

14 ივნისი, აშშ
პოლიციელებისა და "No Kings" მსვლელობის მონაწილეთა შეტაკება. საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გაიმართა.

24 ივნისი, ნიდერლანდები
მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი NATO-ს სამიტზე ჩავიდა, საპატიო ყარაულები წითელ ხალიჩას კეცავენ. ჟურნალისტის თქმით, მისთვის საინტერესო იყო დაკვირვება, რას იზამდნენ საპატიო ყარაულები მას შემდეგ, რაც სასახლეში ყველა ოფიციალური პირი უკვე მისული იქნებოდა.

24 ივნისი, ისრაელი
სამხედროები აკვირდებიან შენობების ნანგრევებს, რომლებიც ირანიდან გასროლილი რაკეტებით დაზიანდა.

25 ივნისი, აშშ
კარიბუები კვეთენ გაყინულ მდინარეს ალასკაში.

ივლისი
6 ივლისი, აშშ
ტექსასში წყალდიდობის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ნანგრევებში ეძებენ გადარჩენილებს ან ადამიანთა ნეშტებს.

7–13 ივლისი, აშშ
დაზიანებული ნივთები, რომლებიც ტექსასის წყალდიდობების შემდეგ შეგროვდა, რამაც სულ მცირე 135 ადამიანის, მათ შორის 37 ბავშვის სიკვდილი გამოიწვია - მათი უმეტესობა საზაფხულო ბანაკში იყო. ათასობით მოხალისემ იმუშავა, რათა ადამიანებისთვის მათი ნივთები დაეუბრებინათ ან ჩაენაცვლებინათ.

8 ივლისი, უკრაინა
ზაპოროჟიეს რეგიონში მზესუმზირის მინდვრის თავზე რუსული არტილერიისგან წარმოქმნილი კვამლი.

11 ივლისი, აშშ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან გათავისუფლებულ ქალს თანამშრომლები ამშვიდებენ - ჯამში 1 300-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან. სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს თქმით, აღნიშნული ნაბიჯი აუცილებელი იყო გაბერილი ბიუროკრატიის შესამცირებლად.

24 ივლისი, უკრაინა
უკრაინელი ქალი შინაური ცხოველებით გარბის საცხოვრებელი კორპუსიდან რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შემდეგ.

31 ივლისი, აშშ
ადამიანები ლოცულობენ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მოკლული 36 წლის პოლიციელის, დიდარულ ისლამის დაკრძალვის დროს. 29 ივლისს, მანჰეტეზე მდებარე ცათამბჯენში მსროლელი შეიჭრა, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

31 ივლისი, აშშ
პოლიციელები და მეზობლები შეიკრიბნენ მოკლული პოლიციელისთვის პატივის მისაგებად.

აგვისტო
1 აგვისტო, საფრანგეთი
ტაქსის ფანჯარაში არეკლილი Basilique du Sacré-Coeur, პარიზი.

15 აგვისტო, აშშ
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალასკაში.

17 აგვისტო, ჩინეთი
ჰუმანოიდი რობოტები ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან.

20 აგვისტო, აშშ
მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს მისი ქმარი ICE-მა დააკავა, ქალი შვილთან ერთად ტირის ფედერალური შენობის წინ ნიუ-იორკში. ფოტოში ჩანს, რომ სცენა უსაფრთხოების თანამშრომლისთვისაც ემოციურია.

27 აგვისტო, აშშ
მშობელი გარბის მინეაპოლისის ხარების სახელობის კათოლიკური სკოლის ეკლესიისკენ, სადაც მსროლელს ცეცხლი აქვს გახსნილი.

28 აგვისტო, იტალია
ეტნადან ლავა მოედინება.

სექტემბერი
3 სექტემბერი, ჩინეთი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, პაკისტანის პრემიერმინისტრი შეჰბაზ შარიფი და უცხოური დელეგაციების ხელმძღვანელები სამხედრო აღლუმზე მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80-ე წლისთავის აღსანიშნავად, პეკინში.

7 სექტემბერი, აშშ
კარლოს ალკარასი აშშ-ს ღია პირველობის ფინალში.

9 სექტემბერი, ნეპალი
ხანძარი მძვინვარებს სინგა დურბარში, ნეპალის მთავრობის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში, კატმანდუში. ერთი დღის შემდეგ, რაც პოლიციამ დაარბია ახალგაზრდების დემონსტრაციები სოციალური მედიის აკრძალვისა და მთავრობის კორუფციის წინააღმდეგ.

10 სექტემბერი, აშშ
ხალხის რეაქცია მას შემდეგ, რაც ცნობილ კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით კისრის არეში ესროლეს. კირკი საავადმყოფოში დაიღუპა.

11 სექტემბერი, აშშ
მეხანძრეები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მემორიალთან 11 სექტემბერის ტერაქტის 24-ე წლისთავზე. ხალხის ნაწილს მათი საყვარელი ადამიანების ფოტოები ჰქონდა მიტანილი, ნაწილმა კი დაღუპული ოჯახის წევრების სახელები წაიკითხა.

14 სექტემბერი, რუსეთი
თეთრი დათვები მიტოვებულ კვლევით სადგურში რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.

21 სექტემბერი, აშშ
ასეულობით მოცურავემ თითქმის საუკუნის მანძილზე პირველად იცურავა ჩიკაგოს მდინარეში. წყლის გაწმენდა, რომელიც დიდი ხანი ტოქსიკურად მიიჩნეოდა, გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა და არჩეული ოფიციალური პირების თანამშრომლობის შედეგად მოხდა.
"ადრეული დილა და მხიარული განწყობა იყო. ფოტოში მყოფმა მოცურავემ სურათი მას შემდეგ ნახა, რაც გამოქვეყნდა და მომწერა, რომ "ეს ფოტო აღწერს ყველაზე მაგიურ მომენტს ჩემს ცხოვრებაში. მე ჩემი ცხოვრების შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა." სასიამოვნო იყო მისი პერსპექტივის მოსმენა." - NYT-ის ჟურნალისტი.

21 სექტემბერი, აშშ
დამსწრეები ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

ოქტომბერი
8 ოქტომბერი, უკრაინა
რუსული დრონის თავდასხმამ სლოვიანსკიში ადმინისტრაციული შენობა ცეცხლში გახვია. რუსეთის შორეული რადიუსის დრონები გამოწვევაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებისთვის.

13 ოქტომბერი, ისრაელი
28 წლის ზივ ბერმანი, ერთ-ერთი ბოლო გადარჩენილი მძევალი, ჰამასის ტყვეობიდან თავისუფლდება. ზივ ბერმანი და მისი ტყუპი ძმა, გალი, რომელიც ასევე ტყვეობიდან გათავისუფლდა, 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს და განცალკევებულად ჰყავდათ.
"მე სხვა ისრაელელ ტყვესთან მქონდა შეხება, რომელიც ახლა თავისუფალია და რომლის მეგობარიც ზივ ბერმანია. მის შესახებ ყველაფერი მოვისმინე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო მისთვის ფოტოს გადაღება. დანახვა, როგორ ძლევამოსილად იდგა 2-წლიანი ტყვეობის შემდეგ, თითქმის მთლიანად გადმოსული ვერტმფრენიდან, განსაკუთრებული მომენტი იყო." - NYT-ის ჟურნალისტი.

16 ოქტომბერი, კენია
კენიელი ოპოზიციონერის, რაილა როდინგას სამოქალაქო პანაშვიდის ცერემონიაზე მისული მხარდამჭერები ჩამუხლულები არიან მას შემდეგ, რაც მათ წინაამდეგ ცრემლსადენი გაზი და ცეცხსასროლი იარაღები გამოიყენეს.

19 ოქტომბერი, საფრანგეთი
გამომძიებლები იკვლევენ ლუვრის აივანს მუზეუმის ძარცვის შემდეგ. მძარცველებმა ლუვრიდან 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნივთების წაღება შეძლეს. ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან.

29 ოქტომბერი, იამაიკა
ლორენ სმიტი დგას საკუთარ აივანზე ძაღლებთან ერთად, ირგვლივ კი ყველაფერი დატბორილია წყალდიდობის გამო, რომელიც ქარიშხალ მელისას მოჰყვა იამაიკაში.

ნოემბერი
15 ნოემბერი, ინდოეთი
ქალი ითხოვს, რომ ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა გადასცენ მისი ძმის ცხედარი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, ინდოეთის ქაშმირის დედაქალაქ სრინაგარში.

16 ნოემბერი, კენია
ნაჭრით თვალებახვეული ჟირაფი, რომლის ტრანსპორტში მოთავსებასაც კენიის ველური ბუნების სამსახურის რეინჯერები ცდილობენ.

18 ნოემბერი, აშშ
პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში ხვდება საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს.

24 ნოემბერი. აშშ, ნიუპორტი
ზღვის ლომები პორტში.

27 ნოემბერი, ჩინეთი
ჰონგ-კონგში, ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა. გამომძიებლების თქმით, ცეცხლი ხარაჩოებს გაუჩნდა, რომლებიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს.

დეკემბერი
8 დეკემბერი, სირია
დამასკოში ათობით ათასმა ადამიანმა პიროტექნიკით აღნიშნა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასასრულის წლისთავი სირიაში.

13 დეკემბერი, აშშ
ასობით პოლიციელი იმყოფებოდა ბრაუნის უნივერსიტეტის მახლობლად ქუჩაში, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში მსროლელი შეიჭრა, რომელმაც 2 სტუდენტი მოკლა, 9 კი დაშავდა.

16 დეკემბერი, ავსტრალია
ბონდის სანაპიროზე დროებითი მემორიალი მოეწყო, მას შემდეგ, რაც ორმა შეიარაღებულმა პირმა ანტისემიტური მოტივით ხანუქას ღონისძიებაზე 15 ადამიანი მოკლა. ავსტრალიელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიით იყო მოტივირებული.





