25 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, სატელეფონო საუბარი გამართა.
"განხილვისას ხანგრძლივი მშვიდობისთვის კარგი იდეები გამოიკვეთა, რომელთა სისრულეში მოყვანაც საერთო შედეგის მისაღწევად გამოსადეგი იქნება" - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბრის მიმდინარეობისას მხარეებმა ინიციატივებთან ერთად სხვა და სხვა საკითხების კონკრეტული დეტალებიც განიხილეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები.
ზელენსკის შეფასებით, მნიშვნელოვანია არც ერთი დღე და არც ერთი შესაძლებლობა არ დაიკარგოს, რომელიც მშვიდობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება იქცეს.





