რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლა

Anatolli Stepanov/AFP/Getty Images

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

"დნიპროპეტროვსკის ოლქში გათავისუფლებულია ხუთი სოფელი. ამ დასახლებების გათავისუფლების ოპერაცია 2025 წლის შემოდგომაზე 100 დღეზე მეტხანს მიმდინარეობდა, მე-20 არმიის კორპუსის მებრძოლების მხარდაჭერით" - ნათქვამია პოლკის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის განმავლობაში 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის მე-3 მოიერიშე ბატალიონის სამხედროები ინარჩუნებდნენ პოზიციებს და ახორციელებდნენ კონტრშეტევებს.

RBC-Ukraine აღნიშნავს, რომ ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც უკრაინულმა დანაყოფმა 100 დღეზე მეტხანს შეინარჩუნა პოზიციები და ამავდროულად წინ წაიწია.

კომენტარები