აქციების მონაწილე როსტო ზარანდიას ცნობით, ანაკლიასთან ახლოს "MEGOBARI ACT" წარწერის გაკეთებისთვის ზუგდიდის მერიამ 2 000 ლარით დააჯარიმა.
"აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით."
ძალიან ვისარგებლე?
სახელმწიფო ვისია, ტლუებო?!
სოფლის საძოვარზე აკაწრული ტექსტის გამო ზუგდიდის მერიამ დამაჯარიმა 2 000 ლარით. მაქვს და უეჭველი გადავიხდი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცალკე იქაჩება რომ გამაციმბიროს." - წერს როსტო ზარანდია სოციალურ ქსელში.
აქტივისტებმა 12 ნოემბერს ანაკლიაში მინდორზე მასშტაბური წარწერა "MEGOBARI ACT" გააკეთეს.





