მუშის დაღუპვა

დიდ დიღომში, კორპუსის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მშენებლობის დროს, მუშა დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი დენის დარტყმა გახდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები