მუშის დაღუპვა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდსტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თემქაზე მოხდა და მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამიშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები