ადვოკატთა ასოციაცია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს - ინფორმაციას IPN ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა - 1366, კენჭისყრა ჯამში 2855 ხმით დასრულდა. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო, რადგან პირველში ვერცერთმა კანდიდატმა უმრავლესობის (50%+1) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 

პირველ ტურში კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.

კომენტარები