რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ კასპიის ზღვაში რუსულ ნავთობის პლატფორმასა და სამხედრო გემზე იერიში მიიტანა

19 დეკემბრის ღამეს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა კასპიის ზღვაში რუსეთის ნავთობის პლატფორმასა და სამხედრო გემზე იერიში მიიტანეს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების პრესსამსახურის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დააზიანეს რუსეთის ფედერაციის პროექტ 22460-ის ტიპის საპატრულო გემი ოხოტნიკი. სამიზნე სპეციალური ოპერაციების ძალების რამდენიმე დრონის მიერ წარმატებით განადგურდა.

ასევე, სპეციალური ოპერაციების ძალების უპილოტო აპარატებმა ფილანოვსკის სახელობის ნავთობისა და გაზის საბადოზე, კასპიის ზღვაში ბურღვის პლატფორმას დაარტყეს. ობიექტი კომპანია ლუკოილს ეკუთვნის.

დრონებით დარტყმის შემდეგ პლატფორმის დაზიანების დონე და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესაძლებლობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები