რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე: ეს არ არის ვინმეზე შეთანხმების თავს მოხვევა

ომები ზოგადად ორიდან ერთ-ერთი გზით მთავრდება: ერთი მხარის დანებებით ან მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმებით. ჩვენ ახლო მომავალში რომელიმე მხარისგან დანებებას ვერ ვხედავთ, ამიტომ, მხოლოდ მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობა ამ ომის დასამთავრებლად.

მოლაპარაკებებით შეთანხმება საჭიროებს ორ რაღაცას: ამით ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და ორივე მხარემ რაიმე უნდა დათმოს. ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რის დათმობა შეუძლია რუსეთს და რის მიღებას მოელიან - რის დათმობა შეუძლია უკრაინას და რის მიღებას მოელიან.

საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული და არა - ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენ ამ როლის თამაშს ვცდილობთ და ამიტომ ხედავთ ამდენ შეხვედრას. ეს არ არის ვინმეზე შეთანხმების თავს მოხვევა [...].

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები