რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, სავარაუდოდ, მოქალაქეებისგან კრიტიკული შეტყობინებები შევიდა.
"პირდაპირი ეთერი კი არა, ცირკია!!!" - ნათქვამი იყო ერთ-ერთ შეტყობინებაში, რომელიც პირდაპირ ეთერში პუტინის მოპირდაპირედ დამონტაჟებულ ეკრანზე გამოჩნდა.
ერთ-ერთი შეტყობინების ავტორმა პუტინს შემდეგი კითხვა დაუსვა - "რატომ ცხოვრობს ჩვეულებრივი ხალხი პაპუასებზე ცუდად?".

გთავაზობთ პუტინის პრესკონფერენციაზე შესულ სხვა შეტყობინებებსაც:
"როდის ვიცხოვრებთ კარგად და ტყუილის გარეშე";
"შეაჩერეთ ფასების გაგიჟებული ზრდა";
"როდის დააბრუნებენ ნორმალურ ინტერნეტს? საკუთარი პრეზიდენტისთვის მიმართვის გაგზავნაც კი შეუძლებელია";
"სად არის სტალინის სული - სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?"





