აშშ

ტრამპმა კანაფს კვალიფიკაცია შეუცვალა და ის ნაკლებად საშიშ ნარკოტიკად გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში კანაფზე ხელმისაწვდომობას გააფართოებს.

ბრძანება აშშ-ს გენერალურ პროკურორს ავალებს, კანაფი I განრიგის კატეგორიის ნარკოტიკებიდან III განრიგის კატეგორიაში გადაიყვანოს - იმავე კატეგორიაში, სადაც, მაგალითად, ნივთიერება კოდეინიანი ტაილენოლია.

კანაფი ფედერალურ დონეზე კვლავ უკანონო დარჩება, თუმცა მისი III განრიგის ნარკოტიკად კლასიფიცირება კანაფის პოტენციური სარგებლის შესახებ კვლევების გაფართოებას შესაძლებელს გახდის.

აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს (DEA) ცნობით, III განრიგის ნარკოტიკებს - რომელთა შორისაა ასევე კეტამინი - აქვთ მხოლოდ "ზომიერი ან დაბალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი".

ხუთშაბათს, ოვალურ კაბინეტში ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანები ამ ცვლილებას "ევედრებოდნენ", განსაკუთრებით ისინი, ვინც "ძლიერ ტკივილს" განიცდიან, მათ შორის განუკურნებელი ტკივილის, კიბოთი დაავადებული და სხვა სახის პაციენტები და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ტრავმების მქონე ვეტერანები.

პრეზიდენტმა კანაფი შეადარა რეცეპტით გაცემულ ტკივილგამაყუჩებლებს, "გამოყენება ლეგიტიმურია, მაგრამ ასევე შეუქცევადი ზიანის მიყენება შეუძლიათ".

კომენტარები