რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე იერიში მივიტანეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა და მილიონობით დოლარის ოდენობის სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურა. 

განადგურებულ შეიარაღებას შორის არის შორი რადიუსის საჰაერო რადარი Nebo-SVU, ასევე 92N6-ის რადარი, რომელიც S-400-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შემადგენელი კომპონენტია. ასევე, დაზიანებულია  პანცირის ანტისარაკეტო სისტემა და MiG-31 გამანადგურებელი.

უკრაინის ძალების მიხედვით, გრძელდება ანექსირებულ ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანის გეგმა.

კომენტარები