რუსეთში, როსტოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინულმა დრონებმა როსტოვის პორტში ნავთობტანკერი დაბომბეს.
ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, იერიშის შედეგად როსტოვის ოლქის პორტში ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო გემს. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაშავდა.
როსტოვის დასავლეთ ნაწილში ასევე დაზიანდა ახალაშენებული მრავალსართულიანი სახლი, შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემამ 77 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.





