უმეროვი: ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა-აშშ-ს მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა-აშშ-ს მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო, მიღწეული იქნა რეალური პროგრესი. ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს. ამჟამად მედიაში ბევრი ხმაური და ანონიმური სპეკულაციაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ჭორებსა და პროვოკაციებს. სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა დაეხმაროს უკრაინას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში. უკრაინის გუნდი უზომოდ მადლიერია პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიმართ ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი დებენ

წერს უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი X-ზე.

კომენტარები